Grid-ის გუნდისთვის

AI ბუთქემფი.რას ნიშნავს ეს?

ორდღიანი პრაქტიკული ტრენინგი Grid-ის გუნდისთვის, აგებული თქვენი რეალური სამუშაოს გარშემო. გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

სამუშაო პროცესი საშინაო დავალებებისა და სტანდარტული სლაიდების გარეშე. ტრენინგის შემდეგ, კომპანიას დარჩება გუნდის მიერ, ტრენინგის ფარგლებში გაციფრულებული საოპერაციო პროცესები.

ორი პრაქტიკული დღე

იმუშავეთ Claude-ით თქვენს ლეპტოპზე, თქვენს რეალურ ამოცანებზე.

თქვენი ინსტრუმენტები, თქვენი ამოცანები

ერთად შევქმნით რეალურ ციფრულ პროცესებს და არა უბრალოდ სტანდარტულ დემოებს.

ერთთვიანი მხარდაჭერა

WhatsApp-ის ჯგუფი, ყოველკვირეული რჩევები ტრენერისგან და დისტანციური მხარდაჭერა მონასწილეებისთვის.

Before & after

გამოკითხვა, რომელიც შეაფასებს გუნდის ცოდნას ტრენინგამდე და მას შემდეგ, რომ თვალსაჩინო იყოს შედეგები.

მეთოდი

არ ვმუშაობთ თეორიული ცოდნის გადაცემაზე. ვმუშაობთ რეალური ტექ. უნარების განვითარებაზე.

AI ტრენინგების უმეტესობა არის რამდენიმესაათიანი სესია, რომელსაც რეალური შედეგები არ მოჰყვება. ეს პროგრამა შექმნილია, რომ გააციფრულოს გუნდის სამუშაო პროცესები - ორი ფასილიტირებული დღისა და ერთთვიანი მენტორშიპის განმავლობაში.

პრაქტიკა პირველი საათიდან

ტრენინგზე ვმუშაობთ ლეპტოპებით. სესიას დავიწყებთ Claude-ის გაცნობით და ადგილზევე, თქვენს ლეპტოპებში დაიყენებთ. პირველივე სესიაზე გაეცნობით Claude-ის გამოყენების წესებს და შეძლებთ, პირველი დავალებაც მისცეთ.

გუნდის რეალურ სამუშაოზე აგებული

გუნდი ტრენინგის დაწყებამდე ავსებს კითხვარს, ჩვენ კი გავაანალიზებთ გუნდის საჭიროებებს და შესაბამის სავარჯიშოებს შევადგენთ. სესიებზე განვიხილავთ დაიდენტიფიცირებულ ამოცანებს და გადავჭრით გუნდში არსებულ გამოწვევებს.

შედეგების გაზომვა

გუნდის უნარებს შევაფასებთ ორჯერ - ტრენინგის დაწყებამდე და ტრენინგის შემდეგ, რათა მიღებული ცოდნა თვალსაჩინოდ წარმოვაჩინოთ. დამატებით, სესიის ბოლოს გვექნება შემაჯამებელი პრეზენტაცია, სადაც ყველა მონაწილე მის შექმნილ ერთ გაციფრულებულ სამუშაო პროცესს აჩვენებს. აქტივობა დაეხმარება კომპანიას, რომ გუნდში ციფრული პროცესების დანერგვა წაახალისოს და სიახლეები გაანალიზოს.

შედეგები

რა იცვლება - და როგორ ხედავს/ზომავს ამას კომპანია.

პროგრამა მიზნად ისახავს, რომ ტრენინგის ბოლოს არსებობდეს კონკრეტული, გაზომვადი ცვლილებები. ქვემოთ მოცემული დაშვებები არის ჩვენი მოლოდინი 15 მონაწილეზე გათვლილი ჯგუფისთვის.

ერთთვიანი სრული პროცესის შედეგები თითოეული მონაწილისთვის

  • მინიმუმ ერთი მოქმედი AI-ზე დაფუძნებული სამუშაო პროცესი, რომელსაც თავად შექმნით და გამოიყენებთ ყოველკვირეულად (ან უფრო ხშირად) თქვენს საქმიანობაში.
  • კვირაში მინიმუმ 3 საათის დაზოგვა რუტინულ ამოცანებზე (თვითშეფასების საფუძველზე).
  • AI-ის გამოყენებაში თავდაჯერებულობის თვითშეფასებაში +2 ქულით (ან მეტით) ზრდა.
  • ქულებით შეფასება ხდება კითხვარის შევსების დროს

ეს შედეგები დაფუძნებულია არსებულ წარმატებულ მაგალითებზე. თუმცა, საბოლოო შედეგები დამოკიდებულია ტრენინგის დაწყებისა და შემდეგ, გუნდის მიერ შევსებულ კითხვარებზე, რომელსაც პროგრამის დასასრულს გავაანალიზებთ.

როგორ მიმდინარეობს

  1. დასაწყისი

    კითხვარი

    შესავსებად დაგჭირდებათ 2 წუთი. გვითხარით თქვენი როლის, AI-სთან კომფორტისა და ამ პროგრამისგან მოლოდინების შესახებ.

  2. დღე 1-2

    ორდღიანი ტრენინგი

    თბილისში, ან ქალაქგარეთ. Claude-ის დაყენება და პირველი გამოყენება → პრაქტიკული სამუშაო პროცესი თქვენი ამოცანებით → ფინალური ეტაპი, სადაც თითოეული მონაწილე აზიარებს ერთ პროცესს (workflow-ს), რომელსაც რეალურად გამოიყენებს.

  3. 1-4 კვირა

    ტრენინგიდან 1 თვე

    WhatsApp-ის ჯგუფი სადაც განახლებები თქვენს ცოდნის დონეზე იქნება მორგებული. დისტანციური მხარდაჭერა ხელმისაწვდომია თითოეული მონაწილისთვის.

  4. დასასრული

    საბოლოო გამოკითხვა

    მოკლე კითხვარი, რომ დაინახოთ რეალური ცვლილებები. ინდივიდუალური პასუხები კონფიდენციალურია — გაზიარდება მხოლოდ აგრეგირებული მონაცემები.

კითხვები